გიორგი აბურჯანია თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი „ჰათაისფორს“ შეურთდა, სადაც საბა ლობჟანიძეც გამოდის. მან ახალ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ქართველი შუახაზელი 2021-2023 წლებში პორტუგალიის „ჟილ ვისენტეში“ გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 63 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
ის ასევე კარიერის მანძილზე რუსთავის „მეტალურგში“, გორის „დილაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, კვიპროსის ფამაგუსტას „ანორთოსისში“, ესპანეთის ტარაგონას „ხიმნასტიკში“, „სევილია II”-ში, „ლუგოში“, „ოვიედოში“. „კარტახენაში“ და ნიდერლანდების „ტვენტეში“ გამოდიოდა.
აბურჯანია „ჰათაისფორს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან „ჟილ ვისენტესთან“ კონტრაქტი ამოეწურა.
ლაშა თაბაგარი





