„ლივერპულმა“ სობოსლაი 70 მილიონად იყიდა

0
118

„ლივერპულმა“ ნახევარმცველი დომინიკ სობოსლაი „ლივერპულიდან“ იყიდა, იუწყება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
უნგრეთის ეროვნული ნაკრების 22 წლის ნახევარმცველმა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. მერსისადელებმა ფეხბურთელის მიერ „ლაიფციგთან“ გაფორმებული კონტრაქტის ის პუნქტი გააქტიურეს, რომლის თანახმად 70 მილიონ ევროდ სობოსლაის გამოისყიდიდნენ.
სობოსლაიმ 2022-2023 წლების სეზონში გერმანული გუნდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 46 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა.