„ვერონას“ ახალი მწვრთნელი ჰყავს

0
65

იტალიის „ვერონას“ ახალი მთავარი მწვრთნელის ჰყავს. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარკო ბარონიმ 2024 წლამდე გააფორმა კონტრაქტი, რომლის ამოწურვის შემდეგ მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა კიდევ ერთი წელიწადი გაგრძელდება.
59 წლის იტალიელი სპეციალისტი ბოლო 2 სეზონი „ლეჩეს“ ავარჯიშებდა, მისი ხელმძღვანელობით გუნდი შარშან სერია A-ში დაწინაურდა, სადაც წელს ადგილი შეინარჩუნა.
მან მარკო ძაფარონი შეცვალა, რომელიც გუნდს 2022 წლის დეკემბრიდან ავარჯიშებდა, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა.