„სამგურალმა“ ჯეფინიოსთან ურთიერთობა შეწყვიტა

0
82

წყალტუბოს „სამგურალმა“ ჯეფერსონ ჯერალდო გაუშვა. კლუბსა და ბრაზილიელ ნახევარმცველს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. 34 წლის ჯეფინიო “სამგურალში” 2022 წლიდან გამოდიოდა.
მან შარშან „სამგურალის“ რიგებში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 36 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა წელს საქართველოს ჩემპიონატში 18-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო.
ჯეფერსონ ჯერალდო „სამგურალში“ გადასვლამდე 5 სეზონი ქობულეთის „შუქურაში“ გამოდიოდა.