მარკუს ტურამი კარიერას მილანის „ინტერში“ გააგრძელებს, რის შესახებ იტალიური კლუბის პრესსანსახური იუწყება.
25 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა მილანელებთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. ტურამი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ტიურამი 2019 წლიდან მიონხენგლადბახის „ბორუსიაში“ თამაშობდა, რომლის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 134 მატჩში 44 გოლი გაიტანა. ცნობილი ფრანგი ფეხბურთელის ლილიან ტიურამის შვილი, თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში 2020 წლიდან გამოდის და 10 მატჩში შეხვედრაში მეტოქის კარი არ აუღია.





