სტივენ ჯერარდი საუდის არაბეთის გუნდს გაწვრთნის

0
72

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და „ლივერპულის“ ყოფილი კაპიტანი სტივენ ჯერარდი „ალ იტიფაკს“ გაწვრთნის.
საუდის არაბეთის კლუბის 43 წლის ინგლისელის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ უახლოეს პერიოდში განაცხადებს.
ჯერარდი ბოლო ბირმინგემის „ასტონ ვილაში“ მუშაობდა, რომელსაც სათავეში 2021 წლის ნოემბერში ჩაუდგა და საიდანავ გასული წლის ოქტომბერში დაითხოვეს.
„ასტონ ვილამდე“ მერსისაიდელთა ლეგენდა 2018-2021 წლებში „გლაზგო რეინჯერსს“ ავარჯიშებდა, რომელსაც შოტლანდიის პრემიერლიგა და ლიგის თასი მოაგებინა.