ფაბიო კანავარო თურქეთის სუპერლიგაში იმუშავებს

0
65

თურქეთის „ქარაგიუმრუქს“ იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი ფაბიო კანავარო გაწვრთნის.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ლუკა დი მარციოს ინფორმაციით, თურქეთის სუპერლიგის ბინადარის ხელმძღვანელები და იტალიელი სპეციალისტი ერთმანეთს გუშინ  შეხვდნენ, ხოლო მხარეებს შორის კონტრაქტი უახლოეს ხანში გაფორმდება.
ბოლოს 49 წლის სპეციალისტი იტალიის სერია B-ს „ბენევენტოში“ მუშაობდა, რომელიც თებერვალში დატოვა. მანამდე, მსოფლიო 2006 წლის ჩემპიონი და „ოქროს ბურთის“ მფლობელი კანავარო „ბენევენტომდე“ ჩინეთის „გუანჯოუს“, „ტიანძინს“, ჩინეთის ეროვნულ ნაკრებს და საუდის არაბეთის „ალ-ნასრს“ წვრთნიდა,