21-წლამდელების საუცხოო სტარტი სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე

0
75

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშა და გახსნით შეხვედრაში ვიცეჩემპიონი პორტუგალია დაამარცხა.
რამაზ სვანაძის გაწვრთნილ გუნდს შემთხვევით ნამდვილად არ მოუგია, რადგან ძალიან მაღალი დონის მეტოქესთან შესაბამისი ტაქტიკით ითამაშა და გარდა იმსია, რომ ფეხბურთელებმა საუცხოო თავდადება გამოავლინეს, პორტუგალიელებს არც ოსტატობაში ჩამორჩენიან.
საკმაოდ ლამაზის საზეიმო გახსნის და გუნდების ჰიმნების ცოცხლად შესრულების შემდეგ, დაპირისპირებამ სტარტი აიღო. მატჩის პირველი წუთიდან უპირატესობა პორტუგალია დაეუფლა, მაგრამ ქართველი 21-წლამდელები თავს საქმის ცოდნით იცავდნენ და საკუთარ შანსს ელოდებოდბენ. შეხვედრის 37-ე წუთზე გიორგი წიტაიშვილის გადაცემის შემდეგ, ესპანეთის ლა ლიგაში დაბრუნებული „ალავესის“ ტანმაღალმა ფორვარდმა გიორგი გაგუამ ბურთით მკერდით მიიღო, ერთი მეტოქე ჩამოიცილა და მარცხენა ფეხით ზუსტად დაარტყა – 1:0.
გაშვებული გოლის შემდეგ, პორტუგალიელი ანტონიო სოუზა საჯარიმოს ფარგლებს გარედან ძლიერად დაერტყა, თუმცა ლუკა კუტალაძემ ბურთი მოიგერია.
ტაიმის ბოლო წუთზე მარჯვენა ფლანგიდაან წიტაიშვილმა კუთხური ჩააწოდა და შეტევაში ჩართულმა ცენტრალურმა მცველმა საბა საზონოვმა თავით ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მარცხენა ფლანგიდან ნუნო ტავარეშის ჩაწოდების შემდეგ არაუხომ თავით ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა,
ამის შემდეგ ორ ეპიზოდში სახიფათოდ შეცვლაზე შესულმა ფრანსისკო კონსეუისაუმ ითამაშა. ის 53-ე წუთზე მასპინძლების საჯარიმოში მარჯნიდან შეიჭრა და მისი გადაცემის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის მცველიდან ბურთი ზედა ძელს მოხვდა, ერთ წუთში კონსეისაუ საქართველოს ნაკრების საჯარიმოში იმავე ფლანგიდან ბურთიანად შევიდა და დაარტყა – კუტალაძემ ბურთი უკუაგდო.
სვანაძე თავის გუნდის გსაძლიერებლად მოედანზე ჯერ ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი შეიყვანა, ხოლო შემდეგ – ზურიკო დავითაშვილი. მწვრთნელის ამ სვლამ თავისი შედეგი გამოიღო და პორტუგალია ისე მწვავედ ვერ უტევდა როგორ მანამდე,
74-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ტავარეშის დარტყმის მერე, კუტალაძემ ბურთი უხერხულად მოიგერია, მაგრამ მასპინძელთა მცველებმა თავის საჯარიმოში პორტუგალიელს დაასწრეს, რის შედეგად, ხიფათი განმუხტეს.
76-ე წუთზე კარგი კომბინაცია გაითამაშეს გაგუამ და გოჩოლეიშვილმა, ეს უკანასკნელი კი პორტუგალიელმა მცველმ თავის საჯარიმოს ხაზთან წესის დარღვევით შეაჩერა, რის გამო მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა, დავითაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო დარტყმა არაზუსტად შეასრულა,
90-ე წუთზე გოჩოლეიშვილმა თავისი ნახევრიდან მეტოქის საჯარიმოდან ბურთიანად ირბინა და საბოლოოდ მისი დარტყმული კარს აცდა.
საქართველოს ნაკრები 3 ქულით A ჯგუფში გალიდერდა, ვინაიდან პარალელურად მიხეილ მესხის სახელობის არენაზე გამართულ შეხვედრაში ნიდერლანდები და ბელგია ერთმანეთს უგოლოდ გაეყარნენ.
სვანაძის შეგირდები ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო თამაშს შაბათს 24 ივნისს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ბელგიასთან ჩაატარებენ.
საქართველოს – პორტუგალია 2:0 (2:0)
21 ივნისი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“.
საქართველო:
კუტალაძე; ხვადაგიანი, საზონოვი, გელაშვილი, კალანდაძე, წიტაიშვილი (აზაროვი 57), გულიაშვილი (გოჩოლეიშვილი 57), მექვაბიშვილი (ლომინაძე 67), ნ. გაგნიძე, მოისწრაფიშვილი (დავითაშვილი 67), გაგუა (სიგუა 90)
მთავარი მწვრთნელი:
რამაზ სვანაძე.
პორტუგალია: ბიაი; ზე კარლუში (ბერნარდო 71), პენეტრა, არაუჟო, ტავარეში, ნევეში (კოშტა 71), დანტასი, ალმეიდა; ვიტინია (ე. არაუჟო 46), სოუზა (კონსეისაო 46), ნეტი
მთავარი მწვრთნელი:
რუი ჟორჟე.
გოლები:1:0 გაგუა (37), 2:0 საზონოვი (45)
გაფრთხილება:
გაგუა (61)
გაძევებატ. არაუჟო (77)
მთავარი მსაჯი:
ესპენ ესკასი (ნორვეგია)
ლაშა თაბაგარი