რამაზ სვანაძე: “გუნდურობა, ერთიანობა, დავალებების შესრულება და უდიდესი სურვილი”

0
73

რამაზ სვანაძის განცხადებით, ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩში პორტუგალიასთან გაამრჯვება სასიხარულოა, მაგრამ ფეხბურთელებს უფლებას არ მისცემს, რომ მხოლოდ ამ შედეგით იცხოვრონ.
რამაზ სვანაძე:გილოცავთ გამარჯვებას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ 3 ქულის მხრივ, არამედ თავდაჯერებისთვის. მადლობა გულშემატკივარს იმ მუხტისთვის, რომელიც ტრიბუნიდან მოდიოდა. მათთან ერთად უფრო ძლიერები ვართ. 
რთული თამაში იყო, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ, რომელიც ტიტულისთვის არის ჩამოსული. დარწმუნებული ვარ, მათი გეგმები არ შეიცვლება, თუმცა გეგმები და მიზნები ჩვენც გვაქვს. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ჩვენი მაყურებლის და ქვეყნის წინაშე წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი.
სასიხარულოა, რომ ორკვირიანმა მუშაობამ შედეგი მოიტანა. მზად ვიყავით თამაშისთვის და მადლობა ბიჭებს, რომ დავალება შეასრულეს და 3 ქულა ავიღეთ. დღეს გვაქვს სიხარულის საფუძველი, თუმცა ხვალიდან ყველაფერი თავიდან იწყება. ჯგუფში ორი თამაში გვაქვს დარჩენილი და ძალები რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღვიდგინოთ.
გუნდურობა, ერთიანობა, დავალებების შესრულება და უდიდესი სურვილი – ამ ფაქტორებმა განაპირობა დღევანდელი 3 ქულა. მაჟორულ ნოტაზე დავიწყეთ ტურნირი. რთული იყო, რადგან დებიუტანტები ვართ. ბევრი რამ მოხდა დღეს პირველად ჩვენ თავს. პორტუგალიასთან გამარჯვება სასიხარულოა, თუმცა არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ მხოლოდ ამ თამაშით იცხოვრონ. ეს დასაწყისია და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად გავახაროთ გულშემატკივრები.”