მიქაუტაძე: “ახლა საქართველოს უნდა დავეხმარო გამარჯვებაში”

0
89

“მეცთან” ერთად საფრანგეთის ლიგა 1-ის საგზურის მოპოვების შემდეგ, გიორგი მიქაუტაძეს ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთად მომავალი მატჩების მოგება სურს. გასულ სეზონში ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელმა და ბომბარდირმა ამის შესახებ დღეს ლარნაკაში ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში კვიპროსთან დაპირისპირებამდე ისაუბრა.
“მნიშვნელოვანი სეზონი იყო, ბევრი გოლი გავიტანე, ლიგა ერთში გადავედი მეცთან ერთად. ახლა ნაკრებში ვარ, რომ საქართველოს დავეხმარო და მოვიგოთ თამაშები” – აღნიშნა მიქაუტაძეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდთან საუბარში.
კვიპროსი-საქართველოს მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი