ვახტანგ ჭანტურიშვილმა ჩეხეთში კლუბი შეიცვალა. 29 წლის ქართველი ნახევარცველი კარიერას საფეხბურთო კლუბ „იაბლონეცში“ გააგრძელებს. მანამდე, მან 7 სეზონი „ზლინში“ გაატარა.
ჩეხეთში გადასვლამდე ის სლოვაკეთში გამოდიოდა, სადაც ტრნავის „სპარტაკში“ 2 სეზონი ჩაატარა და ქვეყნის ჩემპიონის ოქროს მედლები მოიგო.
ჭანტურიშვილმა კარიერა თბილისის „სასკოში“ დაიწყო, ხოლო შემდეგ „ნორჩ დინამოელში“, თბილისის „მერანში“„ზესტაფონში“, თბილისის „დინამოში“ უკრაინულ „ოლექსანდრიაში“ გამოდიოდა. მან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 5-ჯერ ითამაშა.





