მონტელა თურქული კლუბიდან წავიდა

0
22

ვინჩენცო მონტელამ „ადანა დემირსფორის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. თურქული კლუბის პრეზიდენტის მურატ სანჩაკის განცხადებით, იტალიელმა სპეციალისტმა პოსტიდან წასვლა თავად გადაწყვიტა.
„მონტელა ძალიან მიყვარს. რაღაც მომენტებში შესაძლოა ვერ ვთანხმდებოდით, მაგრამ ეს ბუნებრივია. ჩვენ მას წინადადებით მივმართეთ, მაგრამ შესვენების აღება გადაწყვიტა. არ მიმაჩნია, რომ ის „ფენერბაჰჩემ“ გადაიბირა, ადრე მსგავსი საუბარი „ტრაბზონსფორის“ შესახებ იყო. თუმცა, ამ კლუბების ხელმძღვანელები ჩვენი მეგობრები არიან და არა მგონი ასე მოიქცნენ“ – განაცხადა სანჩაკმა A Spor-თან საუბარში.
48 წლის მონტელამ „ფენერბაჰჩე“ 2021 წლის შემოდგომაზე ჩაიბარა. მისი თავკაცობით გუნდმა გასულ სეზონში თურქეთის სუპერლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა.
მონტელა თუქეთში გადაბარგებამდე, იტალიაში „კატანიას“, „ფიორენტინას“, „სამპდორიას“ და „მილანს“ წვრთნიდა, ხოლო ესპანეთში – „სევილიას“.