„სიტიმ“ 294 მილიონი გამოიმუშავა

0
27

„მანჩესტერ სიტიმ“ განვლილ სეზონში საპრიზო თანხის სახით 294 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოიმუშავა.
ესპანელი პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით „სიტიმ“ არსებობის ისტორიაში პირველად ტრებლი შეასრულა – ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
მანჩესტერელები პრემიერლიგაში გამარჯვებისთვის დაახლოებით 180 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ.
„სიტი“ თავის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებისთვის 110 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს, ხოლო ინგლისის თასის მოგებისთვის – 4 მილიონ გირვანქა სტერლინგს.