„კალიარი“ კლადიო რანიერის ხელმძღვანელობით ერთწლიანი პაუზის შემდეგ იტალიის სერია A-ში დაბრუნდა.
იტალიური ფეხბურთის ელიტაში აღზევებისთვის „კალიარი“ „ბარის“ დაუპირისპირდა. ამ გუნდებს შორის სარდიანიაში ჩატარებული პირველი მატჩი 1:1. დასრულდა.
საპასუხო შეხვედრაში „კალიარიმ“ სტუმრად მეტოქე 1:0 დაამარცხა და გადამწყვეტი გოლი 34 წლის ფორბარდმა ლეონარდო პავოლეტიმ 90-ე წუთზე გაიტანა.
71 წლის რანიერი „კალიარის“ 2022 წლის 23 დეკემბრიდან ხელმძღვანელობს.
ცნობისთვის, „ბარიმ“ სერია A-ში ბოლოს 2010-2011 წლების სეზონში ითამაშა.
ლაშა თაბაგარი





