ურუგვაი მსოფლიო ჩემპიონი პირველად გახდა – კაზადეი საუკეთესოა

0
83

ურუგვაის 20 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები არსებობის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონი პირველად გახდა.
არგენტინის ქალაქ ლა პლატაში დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გამართულ ფინალში ურუგვაელმა იტალიელი თანატოლები მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე ლუასიანო როდრიგესმა გაიტანა.
მანამდე, ურუგვაელთა საუკეთესო შედეგი მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი იყო – 2013 წელს ფინალში საფრანგეთთან წააგეს.
ჩემპიონატში მესამე ადგილი ისრაელმა დაიკავა, რომელმაც სამხრეთ კორეა 3:1 დაამარცხა.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად იტალიელი ჩეზარე კაზადეი დაასახელეს, რომელმაც 8 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ამასთანავე, კაზადეი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მეორე ადგილზე გასულმა ბრაზილიელმა ლეონარდომ 5 გოლი გაიტანა.
კაზადეის მოქმედი კონტრაქტი ლონდონის „ჩელსისთან“ აკავშირებს და გასული სეზონში იჯარით ჩემპიონშიფის „რედინგში“ გაატარა, სადაც 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
შეგეხსენებთ, რომ 20-წლამდელებისგან განსხვავებით ურუგვაის ეროვნული ნაკრები ორგზის მსოფლიო ჩემპიონია.
ლაშა თაბაგარი