გულიაშვილი: „ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატის ამ ეტაპზე თამაში მნიშვნელოვანია“

0
88

საქართველოს ფეხბურთელთა 21 წლამდე ნაკრების თავდამსხმელის გიორგი გულიაშვილის თქმით, თანაგუნდელებთან ერთად კარგად აქვს გათვითცნობიერებული თუ რა დონის ტურნირში მონაწილეობენ.
გიორგი გულიაშვილი: „დღეს სრული შემადგენლობით მზადება დავიწყეთ და პირველ ყოვლისა, კვიპროსთან ამხანაგური მატჩისთვის ვემზადებით. ამის შემდეგ უშუალოდ ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას დავიწყებთ. პირველი მეტოქე ძალიან რთული გვყავს და პირველ ყოვლისა პორტუგალიასთან თამაშზე ვიფიქრებთ, ხოლო შემდეგ სხვა მეტოქეებზე.
ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატის ამ ეტაპზე თამაში მნიშვნელოვანია. ყველას გათავისებული გვაქვს თუ რა დონის ტურნირში ვმონაწილეობთ. ამ დონის ჩემპიონატში პირველად ვასპარეზობთ და ვეცდებით, რომ ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ“.
ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები A ჯგუფში პორტუგალიასთან, ბელგიასთან და ნიდერლანდებთან ერთად მოხვდა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი პირველ მატჩს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 21 ივნისს პორტუგალიასთან ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი