2023 წლის სუპერთასის გათამაშება 30 ივნისს დაიწყება

0
23

საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის 2023 წლის გათამაშება, რომელიც განახლებული ფორმატით ჩატარდება, 30 აივნისს აიღებს სტარტს.
ისტორიაში პირველად, საქართველოს სუპერთასის გათამაშებაში ევროთასებზე მონაწილე ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მოქმედი ჩემპიონი თბილისის “დინამო”, დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის “ტორპედო” და ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონში მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები – ბათუმის “დინამო”  და გორის “დილა”.
30 ივნისს, სუპერთასის ნახევარფინალში თბილისის “დინამო”  გორის “დილას” შეხვდება, ხოლო ქუთაისის “ტორპედო” – “დინამო” ბათუმს. ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.
სუპერთასის შეხვედრებში მასპინძლის სტატუსით საქართველოს ჩემპიონი თბილისის “დინამო” და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის “ტორპედო” ისარგებლებენ.
საქართველოს სუპერთასის ფინალური შეხვედრა და მესამე ადგილისთვის მატჩი 4 ივლისს გაიმართება.