„ტორპედომ“ შოტლანდიელის თავკაცობით პირველად მოიგო

0
70

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე წრემ სტარტი სამტრედიაში აიღო, სადაც ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე  სტივ კინის გაწვრთნილმა ქუთაისის „ტორპედომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და შოტლანდიელი სპეციალისტის დანიშვნის მერე პირველი თამაში მოიგო. რატომღაც მესამე წრე მე-20 ტურის შეხვედრით განახლდა და არა მე-19, ხოლო ამის თაობაზე განმარტება არ გაკეთებულა.
პირველ ტაიმში ერთადერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა, როდესაც გორელთა კონტრშეტევა ბარბადოსე;მა ტიერი გეილიმ საჯარიმოს გარედან დარტყმით დაასრულა და ოთო გოშაძემ ბურთი მოიგერია.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში მეტოქის საჯარიმოში მყოფმა გიორგი არაბიძემ „მაკრატელა“ დაარტყა და ბურთი კარს დიდი მანძილით აცდა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ბრაზილიელი ალეფ სანტოსი, რომელსაც ყვითელი ბარათი ჰქონდა  „ტორპედოს“ პორტუგალიელ ნახევარმცველ ალდაირ ნეტოს ეუხეშა, რისთვისაც მეორე ყვითელს იმსახურებდა, მაგრამ მთავარმა მსაჯმა არსენ ნონიკაშვილმა გორელი ფეხბურთელი აშკარად დაინდო.
70-ე წუთზე, ბრაზილიელმა ჟან ვიქტრომა ქუთაისელთა საჯარიმოს ხაზიდან სახიფათოდ დაარტყა და გოშაძემ ნახტომში ბურთი ხელებში დაააფიქსირა.
მე-80 წუთზე სტანდარტული შესრულების დროს მარცხენა ფლანგიდან გიორგი კუხიანიძის ჩაწოდების შემდეგ, ნონიკაშვილმა დააფიქსირა, რომ „დილას“ კაპიტანმა ნიკა გაგნიძემ ხელით მაისურზე ცოტნე ნადარაიას დაქაჩა და წააქცია, რისთვისაც პენალტი დანიშნა, ეპიზოდი ვერ გადამოწმდა, რადგან თამაშზე რეფერის ვიდეოასისტენტი არ იყო.
დარჩენილ დროში ანგრიში არ შეცვლილა და „ტორპედო“ 24 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა, ხოლო უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი „დილას“ 10-მატჩიანი წაუგებელი (8 გაამრჯვება და 2 ფრე) შეწყდა, ხოლო გორელები 34 ქულით მეოთხე პოზიციაზე არიან.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მომდევნო მე-19 ტური 5 აგვისტოს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი