„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა ევროპის საკლუბო შიდა ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი „ოქროს ბუცი“ პირველად მოიგო.
ნორვეგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში 36 გოლი გაიტანა და 72 ქულა დააგროვა (პრემიერლიგაში გატანილი 36 გოლი გამრავლებული ორზე – ტურნირის კოეფიციენტზე).
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩემპიონატის ფეხბურთელებს (მაგალითად თურქეთის) ჰოლანდის გასწრების თეორიული შანსი აქვთ, ესპანურმა გაზეთმა Marca-მ, რომელიც European Sports Media-ში შედის (ეს უკანასკნელი „ოქროს ბუცს“) გადასცემს, გამარჯვებულად ჰოლანდი გამოაცხადა.
მეორე ადგილი ლონდონის „ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა დაიკავა – 30 გოლი, 60 ქულა, ხოლო მესამე პსჟ-ს ფორვარდმა კილიან მბაპემ – 29 გოლი, 58 ქულა.


