მესი „პარი სენ ჟერმენს“ დაემშვიდობა

0
27

ლიონელ მესი „პარი სენ ჟერმენიდან“ წავიდა, ამის შესახებ ფრანგული გრანდის პრესსამსახური იუწყება.
„მადლობა კლუბს, პარიზსა და მის მაცხოვრებლებს აქ გატარებული ორი წლის შემდეგ. მათ მომავალში ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ“ – განაცხადა მესიმ პსჟ-დან წასვლის შემდეგ.
არგენტინის ეროვნულ ნაკრების 35 წლის კაპიტანი პსჟ-ში 2021 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, მას მერე, რაც „ბარსელონა“ დატოვა. მან პარიზელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 75 მატჩში 32 გოლი გაიტანა და 35 საგოლე პასი გააკეთა. ის 16 შედეგიანი გადაცემით ლიგა 1-ის გასული სეზონის საუკეთესო ასისტენტი გახდა.
მესიმ პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო. მას პარიზელებთან კონტრაქტი ამოეწურა და კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.