ბენზემა კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

0
33

ქარიმ ბენზემამ კონტრატის საუდის არაბეთის კლუბ „ალ-იტიჰადთან“ გააფორმა, იუწყება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანო.
ფრანგმა ფეხბურთელმა არაბულ კლუბს თავისი მომავალი 2025 წლამდე დაუკავშირა. ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა ავტომატურად კიდევ ერთი წელი გაგრძელდება.
35 წლის ბენზემას ხელფასი „ალ-იტიჰადში“ 100 მილიონი ევრო იქნება, გადასახადების გადახდის შემდეგ,
სეზონის დასრულების შემდეგ ბენზემა მადრიდის „რეალიდან“ წავიდა, სადაც  2009 წლიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 647 მატჩში 353 გოლი გაიტანა, პლუს 165 საგოლე გადაცემა გააკეთა.
35 წლის ბენზემამ „რეალის“ შემადგენლობაშ 25 ტიტული მოიგო, რაც კლუბის რეკორდია. მან 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგაში, 5-ჯერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში, 4-ჯერ ევროპის სუპერთასზე, 4-ჯერ ლა ლიგაში, 3-ჯერ ესპანეთის თასზე და 4-ჯერ ესპანეთის სუპერთასზე გაიმარჯვა. გარდა ამისა, ბენზემამ 2022 წერლს „ოქროს ბურთი“ მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი