ბელგიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯაკი მატისენმა საქართველოში და რუმინეთში გასამართი ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.
მეკარეები: მაქსიმე დელანგე („კიერსე“), სენე ლამენსი („ბრიუგე“), მაარტენ ვენდევოორტი („გენკი“).
მცველები: ამეენ ალ-დახილი („ბარნლი“), ზენო დებასტი („ანდერლეხტი“), მაქსიმ დე კუიპერი („ვესტერლო“), კონი დე ვინტერი („ემპოლი“), ლუის პატრისი („ლუვენი“), ივუდ პლეტინქსი („ლუვენი“), უგო სიკე („სერკლი“), იგნასე ვან დერ ბრემპტი („ზალცბურგი“).
ნახევარმცველები: ოლივიე დემანი („სერკლი“), მანდელა კეიტა („ანტვერპენი“), რომეო ლავია („საუთჰემპტონი“), ელიოტ მატაზო („მონაკო“), ნიკოლას რასკინი („რეინჯერსი“), არტურ ვერმეერენი („ანტვერპენი“), ასტერ ვრანცკი („მილანი“).
თავდამსხმელები: იოჰან ბაკაიოკო (პსვ), მიშელ-ანგე ბალიკვიშა („ანტვერპენი“), შარლე დე კეტელარე („მილანი“), ლარგი რამაზანი („ალმერია“), იორბე ვერტესენი („როიალ უნიონი“).
ბელგიის ნაკრები A ჯგუფში საქართველოსთან, ნიდერლანდებთან და პორტუგალიასთან ერთადაა. საქართველოს ნაკრები ბელგიელებს ჯგუფის მეორე შეხვედრაში 24 ივნისს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” შეხვდება.


