ბათუმის „დინამომ“ მეორე წრეც მოიგო

0
65

გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა ბათუმის „დინამომ“ პირველი წრის მსგავსად, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრეც მოიგო.
მე-18 ტურის ბოლო შეხვედრაში ბათუმელებმა შოტლანდიელ სტივ კინის დარიგებული ქუთაისის „ტორპედო“ მიიღეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 78-ე წუთზე სტუმრები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, რადგან გიორგი მჭედლიშვილი მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო გააძევეს.
84-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა გიორგი ავაზაშვილმა პენალტი დანიშნა, რადგან მიიჩნია, რომ ცოტნე ნადარია თავის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლის დროს ბრაზილიელ ჯოვინო ფლამარიონს ეუხეშა. ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტი გამოიყენა – 1:0.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-8 წუთზე ლაშა შერგელაშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბელარუსი მეკარე ანტონ ჩიჩკანის შეცდომის გამო ანგარიში გათანაბრდა – 1:1. კინის დანიშვნის შემდეგ, „ტორპედომ“ პირველი ქულა აიღო.
ბათუმის „დინამო“ 10-გუნდიან ჩემპიონატს 39 ქულით ლიდერობს, ხოლო „ტორპედო“ 21 ქულით მეექვსეა.
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს დამოძღვრილმა გორის „დილამ“ „თელავი“ მიიღო და 6:1 განადგურა.
მე-5 წუთზე მარცხება მახვილი კუთხიდან ბარბადოსელი ტიერი გეილის დარტყმული ბურთი თელაველთა მეკარემ ცუდად მოიგერია და ნიკა გაგნიძემ ზუსტად დაამატა – 1:0.
მე-11 წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილის გეილის დარტყმის მერე, ლევან თანდილაშვილი ისევ უხეშად შეცდა და ანგარიში გაიზარდა – 2:0.
28-ე წუთზე გეილიმ პასი მოწინააღმდეგის საჯარიმოში მცველს ზურგსუკან გახსნილ უკრაინელ ფორვარდ მიკოლა კოვტალიუკს გაუკეთა, რომელმაც თავისი შედეგი გამოიყენა – 3:0.
სამ წუთში გეილის დიაგონალური გადაცემის მერე, სენეგალელმა ონორე გომისმა კახელთა საჯარიმოში ბრაზილიელ ჟან ვიქტორთან გაითამაშა  და ანგარიშში სხვაობა ოთხ ბურთამდე გაზარდა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მეორე წუთზე თორნიკე ძოწენიძე თავის საჯარიმოში ბურთს მეკარეს უბრუნებდა, მაგრამ პასი იმედა აშორტიას გაუკეთა, რომელმაც ერთი გოლი გაქვითა.
75-ე წუთზე თანდილაშვილმა კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა და თავისი საჯარიმოდან პასის გაკეთების დროს ბურთი გაგნიძეს ჩააბარა, რომლის დარტყმული კი მოიგერია, მაგრამ კოვტალიუკმა ცარიელ კარში დაამატა – 5:1.
ერთ წუთში თანდილაშვილმა ბურთი ისევ გაგნიძეს ჩააბარა, რომელმაც დუბლი მიითვალა. თანდილაშვილმა მიმდინარე სეზონში თავისი ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა.
„დილა“ 34 ქულით მეოთხეა, ხოლო გიორგი მიქაძის „თელავი“ 11 ქულით ბოლოა.

ა კლუბი თ ± ქ
1. დინამო ბთ დინამო ბთ 18 18 39
2. საბურთალო საბურთალო 18 21 38
3. სამგურალი სამგურალი 18 8 36
4. დილა დილა 18 15 34
5. დინამო თბ დინამო თბ 18 13 31
6. ტორპედო ტორპედო 18 -6 21
7. გაგრა გაგრა 18 -13 14
8. შუქურა შუქურა 18 -14 12
9. სამტრედია სამტრედია 18 -18 11
10. თელავი თელავი 18 -24 11

ლაშა თაბაგარი