პორტუგალიის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუი ჟორჟემ საქართველოსა და რუმინეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუი ჟორჟემ შემდეგი მოთამაშეები შეარჩია:
მეკარეები: სელტონ ბიაი („ვიტორია“), ფრანსისკო მეიშედო („პორტუ“), სამუელ სოარეში („ბენფიკა“).
მცველები: ალექსანდრე პენეტრა („ფამალიკაო“), ანდრე ამარო („ვიტორია“), ბერნარდო ვიტალი („ეშტორილი“), ლეონარდო ლელო („კაზა პია“), ნუნო ტავარეში („მარსელი“), ტომას ტავარეში („სპარტაკი“), ტომას არაუხო („ჟილ ვისენტე“).
ნახევარმცველები: ალფონსო სოუზა („ლეხი“), დავიდ კოსტა („ლანსი“), ანდრე ალმეიდა („ვალენსია“), ფაბიო ვიეირა („არსენალი“), ჟოაო ნევეში („ბენფიკა), ხოსე კარლოსი („ვიტორია“), პაულო ბერნარდო („პასუშ ფერეირა“), სამუელ კოსტა („ალმერია“), ტიაგო დანტასი (პაოკ), ვასკო სოუზა („პორტუ“).
თავდამსხმელი: ფაბიო სილვა (პსვ), ფრანსისკო კონსეისაო („აიაქსი“), ენრიკე არაუხო („უოტფორდი“), პედრო ნეტო („ვულვერჰემპტონი“), ვიტინია („მარსელი“).
პორტუგალია A ჯგუფში საქართველოს, ნიდერლანდებს და ბელგიას დაუპირისპირდებიან. მატჩები თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
საქათველოს ნაკრები 21 სექტემბერს თავის პირველ შეხვედრას “დინამო არენაზე” სწორედ პორტუგალიასთან ჩაატარებს.




