გიორგი მიქაუტაძის აღიარება საფრანგეთში

0
56

საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის მეორე ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ამის შესახებ საფრანგეთის ლიგა 2-ის ოფციიალური ვებგვერდი იუწყება.
მიქაუტაძე, საფეხბურთო კლუბ „მეცში“ ასპარეზობს. მან სეზონის განმავლობაში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
ამჟამად „მეცი“ საფრანგეთის მეორე საფეხბურთო ლიგის დასკვნითი ტურის წინ მეორე ადგილზეა და მას პირველ ლიგაში გადასვლის რეალური შანსი აქვს.
მიქაუტაძემ კი კარიერა, შესაძლოა, იტალიის სერია ა-ში გააგრძელოს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ ფეხბურთელით „მილანი“ დაინტერესდა.