ლუჩანო სპალეტიმ დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს.
„ზოგჯერ ძალიან დიდი სიყვარულის გამო შორდები. მე არ ვრჩები, მე მივდივარ. არ გადავიფიქრებ. რამდენიმე კვირის წინ კლუბის ხელმძღვანელებს ვუთხარი, რომ ერთი წელიწადი დასვენება მჭირდება. მე არცერთ სხვა კლუბში ვიმუშავებ. ერთი წლის განმავლობაში დავისვენებ“ – იუწყება 64 წლის იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს Tuttomercatoweb.
მანამდე, იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპალეტი პოსტიდან კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან კონფლიქტის გამო მიდის. კერძოდ, „ნაპოლის“ გაჩემპიონების შემდეგ კლუბმა გააქტიურა ოფცია, რომლის თანახმად სპალეტის ხელშეკრულება ერთი წლით ავტომატურად გაუხანგრძლივდა. თუმცა, თავად მწვრთნელი ამით უკმაყოფილო დარჩა, რადგან ხელფასის გაზრდა სურდა.
სპალეტი „ნაპოლის“ 2021 წლიდან წვრთნიდა და 30-წლიანი პაუზის შემდეგ გუნდს იტალიის ჩემპიონის ტიტული მესამედ მოაგებინა. ის კარიერაში ასევე „ემპოლის“, „სამპდორიას“, „უდინეზეს“, „ზენიტს“, „რომას“ (ორჯერ) და „ინტერს“ ავარჯიშებდა. მან მწვრთნელის რანგში სერია A-ში პირველად გაიმარჯვა.
ლაშა თაბაგარი





