იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველის და მსოფლიო 2006 წლის ჩემპიონის ფაბიო კანავაროს აზრით, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში მანჩესტერში ადგილობრის „სიტისთან“ გასამართ შეხვედრაში მადრიდის „რეალი“ ფავორიტია.
„დიახ, „რეალს“ ფინალამდე ისევ ერთი ნაბიჯი აკლია. პირველი თამაში საუცხოო იყო და ორივე გუნდი კარგად გამოიყურებოდა. ისეთი შედეგი დაფიქსირდა, რომ ყველაფერი „მანჩესტერ სიტის“ სტადიონზე გაირკვევა.
„რეალს“ კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რომ მადრიდელები მანჩესტერში გამარჯვებისთვის გაემგზავრებიან. „რეალი“ საპასუხო მატჩის ფავორიტია, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად თამაშსობს.
გასაგებია, რომ მიმდინარე სეზონში გუნდს ლა ლიგაში ყველაფერი არ გამოსდის. „რეალმა“ კონცენტრაცია ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთა. თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რადგან ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის ჩემპიონატზე მნიშვნელოვანია“ – იუწყება ესპანური გამოცემა AS კანავაროს ნათქვამს, რომელსაც „რეალში“ არაერთი სეზონი გაუტარებია.
1/2-ფინალის პირველი შეხვედრა მადრიდში 1:1 დასრულდა, ხოლო საპასუხო დაპირისპირება 17 მაისს მანჩესტერში შედგება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.





