ხიზანიშვილის შეგირდებმა კვიპროსს აჯობეს

0
13

საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, ერევანში მიმდინარე საერთაშორისო ა ტურნირზე მეორე მატჩი ჩაატარა და კვიპროსელი თანატოლები 2:1 დაამარცხა.
მატჩში ანგარიში მე-20 წუთზე, შოთა დიაკონიძემ გახსნა, რომელმაც მეტოქის მიერ თავის საჯარიმოში ხელით თამაშის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მეოთხე წუთზე კვიპროსმა ანგარიში გაათანაბრა – 1:1,  ხოლო მეორე ტაიმის 56-ე წუთზე, კობა კაკაშვილის გადაცემის შემდეგ, ლუკა ჯაბუამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:2.
გიორგი ხიზანიშვილის გუნდი, სამთა ტურნირის ბოლო შეხვედრას, 12 მაისს, მასპინძელი სომხეთის წინააღმდეგ ითამაშებს.
მატჩის  – კვიპროსი 1:2 საქართველო