სტეფანო პიოლი: „ვიცით საიდან დავიწყეთ და მოხვედრა სად გვინდა”

0
28

„მილანის“ მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლის ეიმედება, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში თანაქალაქელ „ინტერთან“ მატჩებისთვის თავის ფეხბურთელებს სიცარული და ენთუზიაზმი გადასცა.
„იმედია, ამ მატჩებისთვის მომზადების პერიოდში ჩემს ფეხბურთელებს სიხარული და ენთუზიაზმი გადავეცი. ჩემპიონთა ლიგაში განსაკუთრებულ გზას გავდივათ – ვიცით საიდან დავიწყეთ და მოხვედრა სად გვსურს.
თუ საუკეთესოდ მოვემზადებით, მაშინ მშვიდად უნდა ვიყოთ, რაც დაგვეხმარება. მწვრთნელის მუშაობა დიდწილად გუნდისთვის მენტალური ენერგიის გადაცემას უკავშირდება.
„ინტერი“ ყოველთვის დაბალანსებული გუნდია და მომავალ შეხვედრაში უნდა ვაჩვენოთ, რომ ფიზიკურად მზად და მოტივირებული ვართ“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს  Sky Sport Italia.
დღევანდელ შეხვედრაში, რომელი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, მასპინძელი „მილანია“.