კარლო ანჩელოტი: „ამ დაპირისპირებაში ბრძოლა ბოლო წუთამდე იქნება“

0
23

მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტი მიაჩნია, რომ მისი გუნდის მიერ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ საშინაო მატჩში ნაჩვენები თამაში, დაფიქსირებულ შედეგსს არ შეესაბამება.
„კარგი შეგრძნებამაქვს,ჩვენ ვიბრძოდით და კარგად ვითამაშეთ. შედეგი ჩვენს მიერ ნაჩვენები თამაშისთვის ჯილდო არ იყო, მაგრამ ამ დაპირისპირებაში ბრძოლა ბოლო წუთამდე იქნება.
საწყისი 30 წუთი „სიტი“ დომინირებდა, მაგრამ ჩვენ არ ვნერვიულობდით. დაცვაში კარგად განვლაგდით და კონტრშეტევისთვის საჭირო მომენტს ველოდებოდით. მეორე ტაიმში ჩვენი კარიდან შეტევას უკეთესად ვიწყებდით. ეს მატჩი უნდა მოგვეგო.
რუდიგერი ძალიან გამოცდილი და ძლიერი მოთამაშეა. მან დაცვაში კარგად ითამაშა, რაც იოლი არ იყო. ზოგჯერ ის პრესინგს თამაშობს, როდესაც ამას ნახევარმცველები არ აკეთებენ. რუგიდერი ჰოლანდის წინააღმდეგ კარგად მოქმდებდა და შუა ხაზიც ყველაფერს აკონტროლებდა.
„სიტის“ მიერ გატანილი გოლის დროს მსაჯი ყურადღებით არ იყო, რადგან ბურთმა მოედნის ფარგლები დატოვა. მან ყვითელი ბარათი მაჩვენა, ხოლო მე ვუთხარია, რომ ის მეტოქის მოთამაშეებისთვის უნდა ამოეღო.
ზოგჯერ რთულია გამარჯვება, მიუხედავად იმისა, რომ ამას იმსახურებ. თუმცა, ჩვენ კარგად ვითამაშეთ და კმაყოფილი ვარ. კონცენტრირებული რგოლებს შორის სივრცისს კონტროლზე ვიყავით და ვცდილობდით როგორც დე ბრუინს, ასევე გიუნდოგანს ზონებში თავისუფლად მოქმდების საშუალება არ მიგვეცა. კროსმა და მოდრიჩმა ამ ამოცანას თავი კარგად გაართვეს. გაშვებული გოლის შემდეგ კარგად ვთამაშობდით და რამდენიმე სახიფათო მომენტი შევქმენით. ეს საპასუხო მატჩამდე თავდაჯერებას შეგვმატებს.
„სიტიც“ და ჩვენც ვფიქრობთ, რომ კარგს შედეგს მივაღწიეთ. მომავალ თამაშზე ტრიბუნაზე ჩვენი ფანები არ იქნებიან, მაგრამ ისინი ჩვენს გულებში არიან“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს ესპანური მედია.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 17 მაისს მანჩესტერში ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი