თომა ტაბატაძემ, რომელიც უზბეკეთში სადებიუტო სეზონს ატარებს, სუპერლიგაში თავის პირველი დუბლი მიითვალა.
მე-9 ტურში ფერგანის „ნეფთჩი“, სადაც ქართველი თავდამსხმელი გამოდის, სტუმრად „თერმეზს“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ იგებდა, მხოლოდ ქულას დასჯერდა.
31 წლის ტაბატაძე, ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა, როდესაც მოედნის ცენტრიდან ბურთიანად გაიქვა და მეკარესთან პირისპირ გასულმა მეკრესთან მარცხენა მაღალ კუთხეში აუღებლად დაარტყა. მასპინძლებმა საპასუხო ბურთი პირველი ტაიმისთვის დამატებულ მეორე წუთზე გაიტანეს.
53-ე წუთზე ტაბატაძემ პენალტი გამოიყენა და სტუმრები კიდევ ერთხელ დააწინაურა. თუმცა, „ნეფთჩიმ“ 78-ე წუთზე მეორე გოლი გაუშვა და სახლში ქულით დაბრუნდა.
ტაბატაძე, უზბეკეთის ჩემპიონატში მე-8 მატჩი ჩაატარა და თავი 3-ჯერ გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი




