ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ საქართველოს ეროვნული ნაკრების გრემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.
იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად ტურინის „იუვენტუსი“ 1:0 დაამარცხა, ხოლო კაპელომ sport-express.ru-სთან ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ნაპოლიმ“ სკუდეტო უკვე მოიგო. აქვს თუ არა თამაშში დაღმასვლა ხვიჩა კვარაცხელიას? ეს სისულელეა. კვარა ძლიერია“.
„ნაპოლი“ ჩემპიონატსს 78 ქულით ლიდერობს და 17 ქულით ასწრებს მეორე ადგილზე მყოფ რომის „ლაციოს“. თუ მომდევნო ტურში „ნაპოლი“ შინ „სალერნიტანას“ დაამარცხებს, ხოლო „ლაციო“ სტუმრად მილანის „ინტერთან“ წააგებს ან ფრეს ითამაშებს, კვარაცხელიას გუნდი არსებობის ისტორიაში მესამედ სერია A-ს მოიგებს.
ლაშა თაბაგარი




