ირაკლი აზაროვმა ევრო 2024-ის შესარჩევში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ნორვეგიასთან (1:1) მატჩში მიღებული ტრავმა მოირჩინა და ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.
სერბეთის სუპერლიგის 31-ე ტურში “ბაჩკა ტოპოლა“ მიიღო და 4:1 გაიმარჯვა. აზაროვმა მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა. მოქმედი ჩემპიონი „ცრვენა ზვეზდა“ ჩემპიონატს 82 ქულით ლიდერობს.
უკრაინის პრემიერლიგის 22-ე ტურში დონეცკის „შახტარი“, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდის, თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქე კიევის „დინამოს“ სტუმრად დაუპირისპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა გოჩოლეიშვილმა სასტარტო შემადგენლობაში 76-ე წუთზე შეცვალეს. „შახტარიდან“ მე-12 წუთზე ანგარიში სტეპანენკომ გახსნა, ხოლო მასპინძლებიდან 82-ე წუთზე მეტოქის კარის ანდრიევსკიმ აიღო. „შახტარი“ 53 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.
პოლონეთის ექსტრაკლასას 29-ე ტურში „კრაკოვიამ“, რომლის ღირსებას ოთარ კაკაბძეს იცავს, გასვლაზე გდანსკის „ლეხიას“ 2:1 სძლია. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველმა შეუცვლელად ითამაშა. „კრაკოვია“ 41 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი





