სიმონე ინძაგი: „ნახევარფინალში გასვლა ჩვენი ოცნება იყო“

0
60

მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის ფილიპო ინძაგის თქმით, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გასვლა ოცნება იყო და მისი გუნდი ამ ეტაპზეც სათანადოდ ითამაშებს.
„ჩვენ დაუჯერებლად ბედნიერი ვართ. „ინტერის“ თითოეული წევრისთვის მნიშვნელოვანი საღამო იყო. ორი საუცხოო მატჩი ჩავატარეთ ტოპ-მეტოქესთან, რომელმაც ბოლო 8 თვის განმავლობაში ჩვენთან შევხედრამდე მხოლოდ 2-ჯერ წააგო. ნახევარფინალში გასვლა ჩვენთვის ოცნება იყო, თუმცა, აქ ვართ და როგორც საჭიროა ისე ვითამაშებთ.
ტურნირი ძალიან რთულ ჯგუფში დავიწყეთ, სადაც „ბაიერნი“ და „ბარსელონა“ იყვნენ, მაგრამ ერთიანობა გამოვავლინეთ ფანებთან ერთად, რომლებიც ძალიან დაგვეხმარნენ.
კრიტიკა პრობლემა არაა. მე ვიცი ეს საიდან მოდის – ვიღაც გაქებს, ვიღაც გაგინებს. ზოგჯერ ეს საქმიანად ხდება, ზოგჯერ – არა. მე გამიმართლა, რადგან დიდი ხანია ამ საქმით დაკავებული ვარ და ყველაფერი მესმის. ახლა იმით ვარ დაკავებული, რომ ხალხს სიხარული მოვუტანო“ – იუწყება იტალიური მედია ინძაგის ნათქვამს.