ლუჩანო სპალეტი: „გამოუცდელობისთვის დავისაჯეთ“

0
48

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩში „მილანის“ (1:1) ვერდამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს გამოცდილება დააკლდა.
„მილანს“ ვულოცავ. ასევე ვულოცავ „ნაპოლის“, რადგან ჩემპიონთა ლიგაში საუცხოოდ გამოვედით. დღეს გარკვეულწილად გამოუცდელობისთვის დავისაჯეთ. „მილანმა“ ვერ გაიტანა პენალტი, რომლის თავიდან აცილება შეგვეძლო. ასევე, შეგვეძლო „მილანის“ გოლის თავიდან აცილება, რადგან დაბალანსებულად ვთამაშობდით და ბურთს სულ ჩვენ ვფლობდით. „მილანმა“ გოლი საჯარიმოში ერთდერთხელ შესვლის შემდეგ გაიტანა, რაც ჩვენ ვერ მოვახერხეთ.
ლოსანოზე აშკარა პენალტი იყო. მას კოჭი გადაუტრიალდა, რაც გამეორებაზე კარგად ჩანდა. მას ფეხი ჩაარტყეს და აშკარა პენალტი იყო, რომლის არდანახვა შეუძლებელია. ეს უბრალო კონტაქტი კი არა, არამედ დარტყმა იყო, რადგან სხვაგვარად კოჭი არ გადატრიალდებოდა. ამის შემდეგ ხალხი ამბობს, რომ ჩვენ ვწუწუნებთ“ – იუწყება სპალეტის ნათქვამს Corriere dello Sport.