სტეფანო პიოლი :„ძალიან კონცენტრირებულნი, მოტივირებული და გაბედულები ვართ“

0
52

სტაფანო პიოლის თქმით, „მილანის“ ფეხბურთელებმა იციან, რომ “ნაპოლისთან” მილანში გამართულ პირველ მატჩთან შედარებით „დიეგო მარადონაზე“ განხვავებული ატმოფერო იქნება, მაგრამ ეს მოტივაციას მისცემთ და დამუხტავს.
„ძალიან კონცენტრირებულნი, მოტივირებული და გაბედულები ვართ. ვიცით, რომ პირველ მატჩთან შედარებით სხვა ატმოსფერო იქნება, მაგრამ ეს მოტივაციას გვძენს და გვმუხტავს.
უმაღლესი დონის შეხვედრა გველოდება. საკუთარი თავის არა პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგის გამო უნდა გვჯეროდეს, არამედ, იმიტომ, რომ ჩვენი შესაძლებლობა ვიცით. მცირე უპირატესობა გვაქვს, მაგრამ „ნაპოლის“ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში საშუალოდ ერთ მატჩში 3 გოლი გააქვს“ – იუწყება პიოლის ნათქვამს Milannews.
ამ გუნდებს შორის პირველი დაპირიპირება “მილანის” საარგებლოდ დასრულდა 1:0.