ლუჩანო სპალეტი: „ყურადღება დეტალებს უნდა დავუთმოთ“

0
54

ლუჩამო სპალეტის მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში „მილანთან“ შინ ჩასატარებელ საპასუხო მატჩსი მისმა ფეხბურთელებმა ყურადღება დეტალებს უნდა მიაქციონ.
„ჩვენ გამოცდილები ვართ. ჩემპიონთა ლიგაში ბევრი მატჩი ჩავატარეთ, რომლებშიც ხასიათი და მოწიფულობა ვაჩვენეთ. მიზეზს ვერ ვხედავ თუ რატომ ვერ შევძლებთ ეს თვისებები ისევ გამოვავლინოთ. შედეგის შეცვლის შესაძლებლობა ყოველთვისაა. მჯერა, რომ ჩემი გუნდი ამას მოახერხებს.
ჩვენ დეტალებზე ვმუშაობთ და პირველ მატჩში მომხდარს ვაანალიზებთ. ყოველთვის არის სათამაშო დეტალები რომელთა გამოსწორება შესაძლებელია. „მილანს“ ტექნიკური გუნდის ჰყავს, ხოლო ჩვენ ძრავა გვაქვს. მილანელთა მეკარე ლიბეროსავით თამაშობს. ყურადღება დეტალებს უნდა დავუთმოთ, მაშინ მეტოქეზე უკეთეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით“ – ციტირებ იტალიელ სპეციალისტს უეფას ვებგვერდი.
ამ გუნდებს შორის პირველი დაპირიპირება “მილანის” საარგებლოდ დასრულდა 1:0.