გველესიანის მეორე დუბლი სეზონში

0
56

გიორგი გველესიანმა მიმდინარე სეზონში „პერსეპოლისის“ შემადგენლობაში თავისი მეორე დუბლი შეასრულა.
ირანის ჩემპიონატის 26-ე ტურში „პერსეპოლისმა“ სტუმრად „მეს კერმანი“ 3:1 დაამარცხა. ქართველმა ცენტრალურმმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 26-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა, რის შემდეგ ანგარიში 2:0 გახდა. 85-ე წუთზე გველესიანმა მეორე თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
31 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში პირველი დუბლი გასული წლის 20 დეკემბერს სტუმრად „ესტეღლალთან“ 2:2 დასრულებულ შეხვედრაში მიითვალა, როდესაც ორივე გოლი თავით გაიტანა.
გველესიანი 6 გოლით თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. „პერსეპოლისი“ 54 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის 30-ე ტურში ბაქოს “ნეფთჩიმ” “გაბალა” მიიღო და 1:2 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სოლომონ კვერკველია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 85-ეზე შეცვალეს. ვატო არველაძე მასპინძლების განაცხადში ვერ მოხვდა. “ნეფთჩი” 60 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა.
ლაშა თაბაგარი