პოზნანის „ლეხმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული გუნდის ორი ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი გამოდის, კონფერენ ლიგის 1/2-ფინალში გასვლის შანსი ფაქტობროვად დაკარგა. 1/4-ფინალში პოლონური გუნდი შინ ფლორენციის „ფიორენტინას“ დაუპირისპირდა და 1:4 წააგო. საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი კვეკვესკირი სასტარტო შსემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. წიტაიშვილი განაცხადში მოხვდა, მაგრამ არც ამჯერად უთამაშია.
ფლორენციელებიდან მე-4 წუთზე ანგარიში არტურ კაბრალმა გახნა, ხოლო მე-20 წუთზე საპასუხო ბურთი ველდემ გაიტანა.
41-ე წუთზე „ფიორენტინა“ ნიკოლას გონსალესმა დააწინაურა, 58-ეზე კი ბონავენტურამ ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 63-ე წუთზე იკონემ მაპინძლები კარი მეოთხედ აიღო და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში 20 აპრილს ფლორენციაში შედგება.
ლაშა თაბაგარი





