„რეალმა“ „ჩელსის“ აჯობა – ანჩელოტიმ უკეთესადაც შეგვეძლოო

0
17

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში მადრიდის „რეალმა“ ლონდონის „ჩელსი“ მიიღო და ორბურთიანი სხვაობით აჯობა.
შეხვედრაში ანგარიშის გახსნა ჟოაო ფელიქს შეეძლო, რომელიც მადრიდელთა დაცვის ჩავადნის შემდეგ ფაქტობრივად ტიბო კურტუასთან პირისპირ გავიდა, მაგრამ პორტუგალიელისს დარტყმული ბელგიელმა მეკარემ მოიგერია.
21-ე წუთზე დანი კარვახალმა მარჯვენა ფლანგიდან პასი ინგლისელების საჯარიმოსი ვინისიუს ჟუნიორს გაუკეთა, რომლის დარტყმული ბურთი კეპამ კი მოიგერია, მაგრამ კართან ახლოს მყოფმა ბენზემამ ზუსტად დაამატა – 1:0.
59-ე წუთზე ჩილუელმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
74-ე წუთზე მარკო ასენსიომ საჯარიმოს ფარგლებ გარედან ძლიერად დაარტყა და ლონდონელთა კარის დაბალ კუთხეში გაიტანა.
ასენსიომ შეცვლაზე შესვლის შემდეგ მე-9 გოლი გაიტანა, რაც ჩემპიონთა ლიგის რეკორდია. სულშერს, ბენზემას და თომას მიულერმა ამ ტურნირზე შეცვლაზე შესულებმა 7-7 ბურთი შეაგდეს.
„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ ზედიზედ 31-ე საშიანო მატჩში გაიტანა. ბოლოს მადრიდელებმა 2011 წელს „ბარსელონას“ კარი ვერ აიღეს.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 20 აპრილს ლონდონში შედგება.
თამაშის შემდეგ „რეალის“ იტალიელი თავკაცი კარლო ანჩელოტი ნაჩვენები შედეგით კმაყოფილი იყო:
„კმაყოფილი ვარ, რადგან კარგად ვითამაშეთ, საწყის წუთებში პოზიციას არცთუ კარგად ვარჩევდით, მაგრამ შემდეგ გუნდი თამაშს საუცხოოდ აკონტროლებდა. ეს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალია და კარგად ვმოქმედებდით როგორც თანაბარი შემადგენლობების პირობებში, ასევე როდესაც მეტნი ვიყავით>
ვფიქრობ, უკეთესად თამაშიც შეგვეძლო, განსაკუთრებით მოედნის ფინალურ მესამედზე კომბინაციების გათამაშების დროს.
ასეთ შეხვედრებში განსაკუთრებით მოდრიჩი და კროოსი გამოირჩევიან, რომლებსაც სათანადო გამოცდილება და უნარები აქვთ“.