ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში მილანის „ინტერმა“ სტუმრად ლისაბონის „ბენფიკას“ 2:0 სძლია.
შეხვედრის პირველ ნახევარი უგოლოდ დასრულდა. 51-ე წუთზე ანგარიში ნიკოლა ბარელამ გახსნა, ხოლო 82-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ მეტოქის კარი პენალტიდან აიღო.
შეხვედრის შემდეგ მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ განაცხადა, რომ მისმა ფეხბურთელებმა საუცხოოდ ითამაშეს:
„საუცხოოდ ვითამაშეთ, გულმოდგინედ ვიმუავეთ, ბევრს გადავაადგილდებოდით, გაბედულად ვმოქმედებდით და ახლა შედეგით ვტკბებით. თუმცა, ისიც გვესმის, რომ ეს მხოლოდ საწყისი 90 წუთია.
თამაშის ორივე ფაზაში ძალიან კარგად ვიმუშავეთ და „ბენფიკამ“ ცოტა რამის გაკეთება მოახერხა. ამის მიუხედავად, საპასუხო შეხვედრას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.
არ დაგვავიწყდეს, რომ მანამდე სამი შეხვედრა ვერ მოვიგეთ, რომლებშიც უფრო მეტ შედეგს ვიმსახურებდით. ეს ნიშნავდა, რომ უფრო მეტი მუშაობა იყო საჭირო, რაც „ბენფიკასთან“ მოვახერხეთ.
აღსანინავია, რომ ბოლო 6 მატჩის განმავლობაში სტუმრად მესამედ ვითამაშეთ და ბევრ ფეხბურთელ ნაკრებში გამგზავრება მოუწია. ეს თავის მართლება არაა, მაგრამ ბიჭებს ბევრი ძალის დახარჯვა მოუწიათ. ასეთი მკაცრი გრაფიკი მხოლოდ „ინტერს“ აქვს.
ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. ისინი ჩემი ხელმძღვანელობით ყოველთვის „გიჟებივით“ მუშაობდნენ. კრიტიტა ნორმალურია, საკმადო კარგად ვარ აღზრდილი, რომ ის მოვისმინო, გავერკვე და წინ მოძრაობა გავაგრძელო“ – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა Sky Sport Italia-სთან ეთერში.






