საქართველოს თასის მფლობელს “ბათუმი” და თსუ გამოავლენენ

0
65

საქართველოს თასის გათამაშების ფინალში ერთმანეთს “ბათუმი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი შეხვდებიან. ოლიმპიურ სასახლეში ამ გუნდებმა ოთხთა ფინალის პირველი დაპირისპირებები მოიგეს და სატიტულო მატჩში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
ბათუმელებმა ნახევარფინალიდან გურჯაანის დელტა გამოთიშეს -107:74 . მატჩში საუკეთესო შედეგი ბათუმელთა ამერიკელმა ლეგიონერმა, კაილი რიდლიმ დააფიქსირა – 35 ქულა, 12 პასი, 6 მოხსნა. ჯორდან სეშენმა 16 ქულა მოაგროვა, ბრენდონ ელსტონმა – 11. დელტაში 22 ქულით საუკეთესო შედეგი ვახტანგ ქადარიამ დააფიქსირა.
თსუ-მ “ოლიმპს” 87:84  აჯობა. თსუ-ში საუკეთესო გიორგი ცინცაძე იყო, რომელმაც 21 ქულა, 8 პასი და 5 მოხსნა მიითვალა. 16 ქულა დააგროვა ბექა ბექაურმა. 14 ქულა ჯიმონ ჰენსონის ანგარიშზეა. ოლიმპში 17 ქულით, 6 მოხსნითა და 4 ჩაჭრით საუკეთესო იყო ობრი მაკალპინი. 18 ქულა და 10 პასი გივი ბაქრაძემ მოაგროვა.
ფინალური მატჩი, რომელშიც საქართველოს თასის მოსაგებად ბათუმი და თსუ შეხვდებიან, ოლიმპიურ სასახლეში,  12 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება.