„ნაპოლის“ და კვარაცხელიას რთული გამარჯვება ლეჩეში

0
21

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლისთან“ ერთად „სკუდეტოს“ მოსგებად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში ნეაპოლელები სტუმრად „ლეჩეს“ შეხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ შთამბეჭდავად არ უთამაშიათ, 3 ქულა აიღეს. ხვჩა კვარაცხელია სასტარტოში იყო და ძრირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე შეცვალეს. „ნაპოლის“ კვლავ აკლდა ტრავმირებული ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი, რომლის გარეშე ჩემპიონატის ლიდერის თამაში შეტევაში გაუფერულდა.
მატჩის მე-18 წუთზე შეტევის მარჯვენა ფლანგიდან სამხრეთ კორეელმა ცენტრალურმა მცველმა მასპინძლების საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას გუნდის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ დაასწრო და თავით გაიტანა – 0:1. მსაჯმა გოლი რეფერის ვიდეოასისტენთან საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გადამოწმების შემდეგ ჩათვალა.
ტაიმის მიწურულს კვარაცხელიამ კარგად შეაყოლა ბურთი „ლეჩეს“ საჯარიმოში გახსნილ ირვინ ლოსანოს, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა, მაგრამ მცველმა დააფარა.
52-ე წუთზე მასპინძლების ფეხბურთელის თავურის შემდეგ ბურთი ზედა ძელს მოხვდა და მას მეტოქის საჯარიმოში ფედერიკო დი ფრანჩესკო დაეუფლა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. მან მიმდინარე სეზონში თავისი მე-16 გოლი გაიტანა.
64-ე წუთზე კვარაცხელიამ ქუსლით მარცხენა ფლანგზე პასი მარიო რუი გაუკეთა, რომელმაც „ლეჩეს“ საჯარიმოში ჩააწოდა და გალო, ბარძაყით ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
82-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ჯოვანი სიმეონემ ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. ამის გამო, ლუჩანო სპალეტიმ ქართველი გარემარბი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ასწია. მანამდე, კვარაცხელიას “ნაპოლიშში” ცენტრფორვარდად არ უთამაშია.
დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „ნაპოლი“ 74 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
აღსანისნავია, რომ “ნაპოლიმ” არსებობის ისტორიაში სერია A-ში სტუმრად ზედიზედ 7 მატჩი პირველად მოიგო.


ლაშა თაბაგარი