დასრულდა საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული პირველობა, გაირკვნენ პირველიდან მეთერთმეტე ადგილზე გასული გუნდები, რვა საუკეთესო გუნდი კი საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს.
პლეი ოფის მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან:
ოლიმპი – მარგვეთი
რუსთავი – გურჯაანის დელტა
კავკასია – ბათუმი
თსუ – კაკტუსი
სუპერლიგას ვერა დატოვებს, ტიტები კი სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ორბისა და ივერიონის სერიაში დამარცხებულს შეხვდება.
პლეი ოფის ყველა ეტაპზე – მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში სერიები 3 მოგებამდე იქნება. მხოლოდ მე-3 ადგილის მფლობელი გამოვლინდება ერთი მატჩის შედეგად და მასში ნახევარფინალურ სერიაში დამარცხებული გუნდები შეხვდებიან.
პლეი ოფი სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ, დახლოებით 2 კვირაში დაიწყება, მანამდე კი 11-12 აპრილს თასის გათამაშების ოთხთა ფინალი ჩატარდება, რომელშიც ოლიმპი, თსუ, დელტა და ბათუმი არიან გასულები.
| ა | გუნდი | მ/წ | ქ |
|---|---|---|---|
| 1. | ოლიმპი | 16/4 | 36 |
| 2. | რუსთავი | 14/6 | 34 |
| 3. | კავკასია | 13/7 | 33 |
| 4. | თსუ | 12/8 | 32 |
| 5. | კაკტუსი | 10/10 | 30 |
| 6. | ბათუმი | 10/10 | 30 |
| 7. | გურჯაანის დელტა | 10/10 | 30 |
| 8. | მარგვეთი | 8/12 | 28 |
| 9. | ქუთაისი | 8/12 | 28 |
| 10. | ტიტები | 7/13 | 27 |
| 11. | ვერა | 2/18 | 22 |




