„კოპენჰაგენი“ ხოჭოლავას გარეშე ნახევარფინალში გავიდა

0
46

„კოპენჰაგენი“, რომლის ღირსებას დავით ხოჭოლავა იცავს, დანიის თასის 1/2-ფინალში ითამაშებს.
1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში „კოპენჰაგენმს“ სახლში „ვეილე“ 2:0 დაამარცხა, შინ გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა.
ამჯერად, საქართველოს ნაკრების მცველი განაცხადში ვერ მოხვდა, რის მიზეზი, ჩემპიონატის განვლილ ტურში „ნორსიელანდთან“ (2:1) მოგებულ თამაშში მიღებული ტრავმაა, რომლის გამო პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.
„კოპენჰაგენი“ თასის ნახევარფინალში სწორედ „ნორსიელანდს“ დაუპირისპირდება.