ბერიძის „ანკარაგუჯუ“ თურქეთის თასის 1/4-ფინალშია

0
51

„ანკარაგუჯუ“, რომელშიც გიორგი ბერიძე გამოდის, თურქეთის თასის 1/2-ფინალში გავიდა.
1/4-ფინალში ანკარელებმა გასული სეზონის თურქეთის ჩემპიონი „ტრაბზონსფორი“ მიიღეს და 3:1 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
სტუმრებმა ანგარიში 22-ე წუთზე ომურის დარტყმის შემდეგ გახსნეს, ხოლო მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი 51-ე წუთზე სოვემ გაიტანა.
68-ე წუთზე დიაკმა „ანკარაგუჯუ“ დააწინაურა, წერტილი კი 83-ე წუთზე სოვემ დასვა.
25 წლის ბერიძემ, რომელიც თურქეთში სადებიუტო სეზონს ატარებს, სუპერლიგაში 24-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.