ნიკა კვეკვესკირს არ ახსენდება, რომ ნაკრებში მისი ყოფნის პერიოდში ისეთი ცუდი პირველი ტაიმი ეთამაშათ როგორიც ევრო 2024-ის შესარჩევში ბათუმში ნორვეგიასთან 1:1 დასრულებულ შეხვედრაში.
ნიკა კვეკვესკირი: “თამაში ორ ნაწილად გაიყო. 35 წუთი ჩვენი შესრულებით ძალიან ცუდი იყო. არ მახსენდება, რაც ნაკრებში ვარ, ჩვენი ასეთი ცუდი თამაში. ბევრი ტექნიკური წუნი იყო და ტაქტიკური შეცდომები იყო. ამის შემდეგ პერიოდს რაც შეეხება, ეს არის ამ ნაკრების სახე და კარგია, რომ დრო გვეყო აზრზე მოსასვლელად.
პირველი ტაიმიდან გამომდინარე ერთი ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ მეორე ტაიმიდან გამომდინარე გამარჯვებას ვცდილობდით, გულშემატკივრების დიდი დამსახურებაა, ისინი დიდ მუხტს გვაძლევდნენ. პირველი ტაიმის მიხედვით 1 ქულა მოვიპოვეთ, მეორე ტაიმის გათვალისწინებით 2 ქულა დავკარგეთ”.
გიორგი მამარდაშვილი: „რთული თამაში გამოვიდა, მაგრამ დადებითად შევაფასებ, რადგან თამაშამდე დიდი წნეხი იყო. პირველი 20-25 წუთი გაგვიჭირდა, შემდეგ კი გამოვასწორეთ. მიხარია გუნდს რომ დავეხმარე, მაგრამ ვერცერთ სეივს გამოვარჩევ, ჯერ არ მინახავს განმეორებით“.




