საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმ, რომელსაც რამაზ სვანაძე წვრთნის, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ბოლო ამხანაგურ შეხვედრა თურქეთის საკურორტო ქალაქ ბელეკში ლატვიელ თანატოლებთან ჩაატარა.
მატჩის 21-ე წუთზე ბოსნიის „სარაევოს“ ფორვარდი გიორგი გულიაშვილი მეტოქის საჯარიმოში მარჯვნდან შეიჭრა და მას ემრე რაც ერთ მეტოქეს გაცდა, მარცხენა ფეხით ბურთი შორეულ კუთხეში ზუსტად გაგზავნა. მან ახალგაზრდულ ნაკრებში თავისი მე-6 გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრები ტაიმის მიწურულს კიდევ უფრო გააქტიურდა და განსაკუთრებით გიორგი მოისწრაფიშვილი გამოირჩეოდა, რომელმაც დახლოებიტ წუთნახევრიან მონაკვეთში ლატვიელთა კარში 3-ჯერ დაარტყა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.
მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი სიგუას ანგარიშის გაზრდის შანსი ორჯერ ჰქონდა, თუმცა ბალტიისპირელთა კარის დარაჯმა დამაჯერებლად ითამაშა. თავის მხრივ გოლის გატანის შესაძლებლობა ლატვიელებსაც ჰქონდათ, რომელთა ფორვარდის სახიფათოდ დარტყმული ბურთი კარს გადაცდა.
ტაიმის შუაწელში ოთარ მამაგეიშვილმა ლატვიელების საჯრიმოში მარჯვნიდან გახნილ ცოტნე კაპანაძეს უპასა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა დ მეკარემ ბურთი მოიგერია.
ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წუთი ადრე ლატვიელები საქართველოს ნაკრების კარს დაემუქრნენ, მაგრამ ხიფათი კუტალაძემ გააუვნებელყო.
მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში საქართველოს ნაკრების მცველები დაცვიდან ბურთის ამოტანისაშ შეცდნენ და ლატვიელებს ანგარიშის გაზრდის შანსი ორჯერ ჰქონდათ, მაგრამ ორივე შემთხვევაში დარტყმა ჩვენი გუნდის უკნახაზელებმა დაბლოკეს.
აქცე გეტყვით, რომ განვლილ შეხვედრაში 21-წლამდელებში ნოდარ ლომინაძის და გიზო მამაგეიშვილის დებიუტი შედგა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე სვანაძის შეგირდები ჯგუფში წინა ჩემპიონატის ფინალისტ პორტუგალიას, ნიდერლანდებს და ბელგიას დაუპირისპირდებიან.
ლატვია – საქართველო 0:1 (0:1)
26 მარტი. ბელეკი. „ბელის დელუქსი“
საქართველო: კუტალაძე, თანდილაშვილი, კალანდაძე, გელაშვილი, მაისურაძე (კაპანაძე, 46) ოთარ მამაგეიშვილი, მოისწრაფიშვილი(ფარულავა, 46), ლომინაძე, გულიაშვილი (კ) (ჯინჯოლავა, 71), კვერნაძე (გიზო მამაგეიშვილი, 84), გაგუა (ლომთაძე, 46).
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
გოლი: 0:1 გულიაშვილი (21)
ლაშა თაბაგარი




