ყაზახეთმა დანიასთან სენსაცია გამოაცხო

0
45

ყაზახეთის ნაკრებმა, რომელიც ერთლა ლიგის C ლიგი ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა, ხმაურიანუ სენსაცია გამოაცხო.
ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის H ჯგუფის მეორე ტურში, ყაზახებმა დანის უმასპინძლეს და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მსვლელობისას 0:2 აგებდნენ, სამი ქულა აიღეს.
მატჩის 21-ე წუთზე კიაერის კარგი პასის შემდეგ ჰოილუნდი კარიდან გამოსულ შაცკისთან პირისპირ დარჩა და ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო – 0:1. 35-ე წუთზე დანიელთა მორიგი შეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში ბურთით ჰოილუნდი დარჩა, რომელმაც დუბლი შეასრულა.
ყაზახები მეორე ტაიმში გააქტიურდნენ და ამან თავისი შედეგი გამოიღო. 73-ე წუთზე ვინდმა თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი ზაიუნუტდინოვმა გამოიყენა. 86-ე წუთზე ტაგიბერგენმა შორი მანძილიდან ულამაზესი გოლი გაიტანა – 2:2. 89-ე წუთზე ვოროგივსკიმ მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, ხოლო შეცვლაზე შესულმა აიმბეტოვმა თავური დარტყმით მასპინძლებს მოაგებინა – 3:2. მან ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე მეტოქეს იდაყვი სახეში ჩაარტყა და რისთვისაც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც ავტომატურად წითელში გადაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველო ყაზახეთს 2024 წლის მარტში უმასპინძლებს.