დავითაშვილის „ბორდო“ მეორე ადგილზე დაბრუნდა

0
56

„ბორდო“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 2-ში მეორე ადგილზე დაბრუნდა.
ფრედ დასრულებული ზედიზედ ორი შეხვედრის შემდეგ, ჟირონდელებმა „ნიმს“ უმასპინძლეს და 1:0 გაიმარჯეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე მაჯამ გაიტანა.
„ბორდო“ 50 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ლე ავრს“ 7 ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამე პოზიციაზე მყოფ „სოშოს“ ქულით ასწრებს.